სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტიმ ფრანგული ტროადან 21 მილიონ ფუნტად (+12 მილიონი ბონუსები) სავიო (სავინიო) შეიძინა, რომელმაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბრაზილიელმა თავი გასულ სეზონში ჟირონაში გამოიჩინა, სადაც ის იჯარის წესით თამაშობდა. მის ანგარიშზე ესპანური გუნდის შემადგენლობაში 11 გოლი და 10 საგოლე გადაცემა იყო და ამით ჟირონას ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.
ჩიკი ბეგირისტაინი (მან სიტის სპორტული დირექტორი): "მას მომდევნო სეზონში მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში დიდი სათამაშო როლი ექნება. ჩვენ დარწმუნებული ვართ მის შესაძლებლობებში."
სავიო: "პატარაობიდან, როცა ატლეტიკო მინეიროში ვიყავი, მანჩესტერ სიტის თამაშებს ვუყურებდი. მეგობარი მყავს, რომლის ოცნებაც იყო, რომ სიტის ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ჩვენ ვიდეო-თამაშებს ვთამაშობდით და ის ყოველთვის სიტის ირჩევდა. მე სხვა გუნდებს ვირჩევდი, ის კი მეუბნებოდა ხოლმე, რომ მისი ოცნება ჩემი სიტიში გადასვლა იყო და ამის პოტენციალი მქონდა."
20 წლის ბრაზილიელმა მანჩესტერ სიტიში 26-ნომრიანი მაისური მოირგო, რომლითაც თავის დროზე რიად მაჰრეზი თამაშობდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები