Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შეთანხმება შედგა და ილქაი გიუნდოგანი მანჩესტერ სიტიში ბრუნდება. გერმანელი ნახევარმცველი კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
შეთანხმება ბოლო 48 საათში გამართული მოლაპარეკებების შემდეგ შედგა, პეპ გვარდიოლაც აღნიშნულ ტრანსფერს დათანხმდა, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო.
გიუნდოგანი ბარსელონას უფასოდ დატოვებს და კონტრაქტის დარჩენილი 2 წლის ანაზღაურებას არ მიიღებს.
გერმანელი ფეხბურთელი მანჩესტერ სიტიში 2016-დან 2023 წლამდე თამაშობდა, რა დროშიც პრემიერ ლიგა 5-ჯერ, FA თასი 2-ჯერ, კარაბაო თასი 4-ჯერ, ქომუნითი შილდი 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი ერთხელ მოიგო.
2023 წელს ილქაი ბარსელონაში გადავიდა, ახლა კი მისი კატალონიური კარიერა სრულდება და გერმანელი კარიერას ისევ პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
სპორტის გურუ - თამაში მოგებაზეა
ფეხბურთი