Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა და მიკელ მერინო კარიერას არსენალში გააგრძელებს.
სოსიედადი ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს + 5 მილიონი ევროს სახით ბონუსებს მიიღებს. თავად მერინო კი ლონდონელებთან კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს.
არსენალი მიკელის ტრანსფერზე ივლისის ბოლოდან აქტიურად მუშაობდა, მოთამაშესაც მხოლოდ ინგლისურ გუნდში გადასვლა უნდოდა.
რიკარდო კალაფიორის შემთხვევის მსგავსად, მერინოს ტრანსფერშიც მნიშვნელოვანი როლი მიკელ არტეტამ შეასრულა, რომელიც თანამემამულეს პირადად ესაუბრებოდა.
ევროპის ჩემპიონს სხვა კლუბებისგანაც ჰქონდა მინიმუმ 2 შეთავაზება, თუმცა მას მხოლოდ არსენალში თამაში სურდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
სპორტის გურუ - თამაში მოგებაზეა
ფეხბურთი