Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის ნაკრების და ბოლონიას მცველი რიკარდო კალაფიორი კარიერას ლონდონის არსენალში გააგრძელებს.
კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ლონდონური კლუბი ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს გადაიხდის, რის ნახევარსაც კალაფიორის ყოფილი კლუბი, ბაზელი მიიღებს.
თავად 22 წლის მცველი არსენალთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება.
უახლოეს პერიოდში იტალიელი არსენალისთვის სამედიცინო შემოწმებას ამერიკაში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან თანამშრომლობაზე ხელს მოაწერს.
არსენალის გარდა, ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებდნენ ტურინის იუვენტუსსაც.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები