Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შეთანხმება შედგა და მატიას სოულე რომაში ითამაშებს.
დედაქალაქური კლუბი იუვენტუსს ფიქსირებულად 26 მილიონ ევროს გადაუხდის, 4 მილიონი ევრო კი ბონუსებზე იქნება გათვლილი. ტურინელები სოულეს მომდევნო ტრანსფერიდან 10%-ს მიიღებენ.
მოთამაშე რომას 5-წლიან კონტრაქტზე შეუთახნმდა, მისი ტრანსფერი დანიელე დე როსის პირადი სურვილი იყო.
21 წლის არგენტინელმა გასული წელი იჯარის წესით ფროზინონეში გაატარა და მიუხედავად გუნდის სერია ა-დან გავარდნისა, კარგი სეზონიც გამოუვიდა.
ახალგაზრდა შემტევი იუვენტუსმა 2020 წელს ველეს სარსფილდიდან დაიმატა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები