-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრიტანული პრესის (Times Sport, Sky Sports) ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ტომას ტუხელი ინგლისის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.
პირობები შეთანხმებულია და კონტრაქტსაც ხელი ოფიციალურად მალე მოეწერება. წარდგენაც ამ კვირაშია მოსალოდნელი.
გარეთ საუთგეიტის 8-წლიანი მუშაობის შემდეგ, ინგლისელთა დროებითი მწვრთნელი ლი კარსლი იყო. სწორედ მას ჩაანაცვლებს ტუხელი სამი ლომის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ტუხელი ბოლოს ბაიერნის მწვრთნელი იყო, სადაც 2023 წლის მარტიდან 2024 წლის მაისამდე იმუშავა და მიუნხენურ გუნდთან ერთად ბუნდესლიგაც მოიგო.
ინგლისში კი გერმანელი სპეციალისტი ჩელსის 2022-23 წლებში წვრთნიდა. ტუხელმა ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები