სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერიკ ტენ ჰაგმა ჯეიდონ სანჩოსთან კონფლიქტზე ისაუბრა.
ინგლისელ ვინგერს გასულ სეზონში მწვრთნელთან კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც სეზონის მეორე ნახევარი იჯარით დორტმუნდის ბორუსიაში გაატარა. მანჩესტერში დაბრუნების შემდეგ, მან რეინჯერსთან ამხანაგურ მატჩში (2:0) მიიღო მონაწილეობა.
„კარგად დავილაპარაკეთ. შეცდომა შეიძლება ნებისმიერმა დაუშვას. თუ ფეხბურთელი ამას ხვდება, მაშინ სიტუაციას ხაზი უნდა გადაუსვა და წინსვლა გააგრძელო.
ამ კლუბს კარგი ფეხბურთელები სჭირდება და ერთი რამის თქმა დაზუსტებით შემიძლია - ჯეიდონ სანჩო ძალიან კარგი ფეხბურთელია.
იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა და ის ჩვენს წარმატებაში თავის წვლილს შეიტანს." - აღნიშნა ნიდერანდელმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები