სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ დაპირისპირებაში პსვ დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს.
პსვ - დორტმუნდი (23:59, 20 თებერვალი) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
პსვ ჯგუფში არსენალთან, ლანსთან და სევილიასთან აღმოჩნდა და მე-2 ადგილი დაიკავა. ნიდერლანდელებმა 9 ქულა დააგროვეს და ლანსს 1 ქულით აჯობეს. გუნდმა 2 მატჩი მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 1 წააგო, 8 გოლი გაიტანა და 10 გოლი გაუშვა. პსვ ამ პლეიოფში ერთადერთი გუნდია, რომელიც ჯგუფიდან გოლების უარყოფითი ბალანსით გავიდა.
ეინდჰოვენელები მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში დაუმარცხებლები არიან (20 მოგება, 2 ფრე) და ცხრილს 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. ამ 22 შეხვედრაში მათ 70 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 10 მიიღეს საკუთარ კარში. გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 ოფიციალური მარცხი განიცადა. პირველი არსენალთან ჯგუფურ ეტაპზე (4-0), ხოლო მეორე ფეიენოორდთან თასის 1/8 ფინალში (1-0).
რაც შეეხება დორტმუნდელებს, ბორუსია საყოველთაოდ აღიარებულ სიკვდილის ჯგუფში პსჟ-სთან, მილანთან და ნიუკასლთან მოხვდა და ეს რთული ბარიერი პირველ ადგილზე გასვლით დაძლია. გერმანელებმა 11 ქულა დააგროვეს, 3 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და 1 წააგეს, 7 გოლი გაიტანეს და 4 გაუშვეს.
დორტმუნდს ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ბუნდესლიგაში თამაში არ წაუგია (4 მოგება, 4 ფრე), სატურნირო ცხრილში კი 41 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, მესამეადგილოსან შტუტგარტს 5 ქულით ჩამორჩება, მდევარ ლაიფციგს კი 1 ქულით უსწრებს.
გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2017 წელს ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ, რომელშიც დორტმუნდმა 4-1 იმარჯვა, მანამდე კი მათი დაპირისპირება მაყურებელმა 2002 წელს ჩემპიონთა ლიგაზე იხილა (პსვ 1-3 დორტმუნდი, დორტმუნდი 1-1 პსვ).
სავარაუდო შემადგენლობები:
პსვ - ბენიტესი; ტეზე, რამალიო, ბოსკალი, დესტი; ვეერმანი, სხაუტენი, საიბარი; ბაკაიოკო, დე იონგი, ლოსანო.
დორტმუნდი - კობელი; რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი; ზაბიცერი, იოზჩანი; მალენი, სანჩო, ბინოე-გიტენსი; ფიულკრუგი.
მატჩის მთავარი არბიტრი სრდიან იოვანოვიჩი იქნება, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ერთ შეხვედრაში იმსაჯა (უნიონ ბერლინი - ბრაგა) და მოთამაშეებს 6 ყვითელი ბარათი უჩვენა.
კომენტარები