მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კაილ უოკერს მან სიტის დატოვება უფასოდ შეუძლია.
34 წლის ინგლისელი მარჯვენა მცველით მილანი ინტერესდება, რომელიც ასევე მარკუს რაშფორდის ტრანსფერზეც მუშაობს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დღეს და ხვალ როსონერი იუნაიტედთან გამართავს შეხვედრას, რათა დაადგინოს, რაშფორდის ხელფასის რამხელა ნაწილის გადახდისთვის არის ინგლისური კლუბი მზად. თავის მხრივ, სიტი მზადაა უოკერი უფასოდ გაუშვას.
არაევროკავშირი წევრი ქვეყნის მოქალაქეებზე არსებული შეზღუდვის გამო, მილანს ამ ორიდან მხოლოდ ერთის დამატება შეუძლია. ფორვარდის ტრანსფერი ამ მომენტისთვის უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
უახლოეს დღეებში სერჟიო კონსეისაო თავად გადაწყვეტს, რომელი ფეხბურთელის დამატება სჭირდება მის გუნდს უფრო მეტად.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები