სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მან სიტი აპირებს, პეპ გვარდიოლას სთხოვოს, რომ ესპანელმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება შობისთვის მიიღოს.
ESPN-ს ინფორმაციით, კლუბის სურვილია, პეპმა ახალი კონტრაქტი გააფორმოს, მაგრამ მის გზაზე გადადგომას არ აპირებს და გაუშვებს, თუ ის წასვლას მოისურვებს.
ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ პეპს წლის ბოლოსთვის გადაჭრით ეცოდინება, დარჩენას აპირებს ის, თუ წასვლას, რათა სეზონის ბოლომდე ახალი მწვრთნელის მოძიებისთვის მეტი დრო ჰქონდეს.
თავად პეპი აპირებს, რომ კლუბი ახალი ფორმატის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ დატოვოს, რომელიც 2025-ს ზაფხულში გაიმართება.
როგორც წყარო უსვამს ხაზს, პეპის მომდევნო გამოწვევა - რომელიმე დიდ ტურნირზე ნაკრების გაყვანაა. ამიტომ, არაა გამორიცხული, სიტის შემდეგ ესპანელი მწვრთნელი რომელიმე დიდი ნაკრების სათავეში ვიხილოთ. ადრე პრესა მას ბრაზილიაში დანიშვნას უკვე უწინასწარმეტყველებდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები