მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ლეო მესის დაბრუნების ვადებზე ისაუბრა.
ინტერ მაიამის შემტევს ტრავმის გამო კოპა ამერიკის შემდეგ არ უთამაშია.
„იმედი გვაქვს, რომ ის მალე დაბრუნდება. ოქტომბრის განაცხადის გამოქვეყნების დროს, მას დავუკავშირდებით, ისევე, როგორც სხვებს.
მაშინ ვნახავთ, იქნება თუ არა ის მზად დაბრუნებისთვის." - აღნიშნა სკალონიმ.
ოქტომბერში არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენესუელას და ბოლივიას დაუპირისპირდება.
კოპა ამერიკაზე მიღებული ტრავმის შემდეგ, მესიმ ვარჯიში ახლახანს განაახლა. სექტემბრის სანაკრებო მატჩების დროს მისი 10-ნომრიანი მაისური პაულო დიბალამ მოირგო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები