Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
17 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართველ პარალიმპიელ გიგა ოჩხიკიძეს დღეს ბირთვის კვრაში მოპოვებული ჩემპიონობა გაუუქმეს.
ოჩხიკიძემ 9.66 მეტრი დააფიქსირა და უახლოეს მდევარ მაროკოელ მეტოქეს 0.22 მეტრით აჯობა, რითაც საქართველოს 2024 წლის პარალიმპიადაზე პირველი ოქროს მედალიც მოუტანა.
თუმცა, მოგვიანებით მაროკოს და პოლონეთის დელეგაციებმა ეს შედეგი გააპროტესტეს, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი, მსაჯებმა გადაწყვიტეს, რომ ოჩხიკიძემ წესები ნამდვილად დაარღვია და მისი პირველი ადგილი გააუქმეს.
შედეგები შეცვლილია პარალიმპიადის ოფიციალურ გვერდზეც, სადაც ამ ეტაპზე ჩემპიონად მაროკოელია გამოცხადებული, ვერცხლის მედალი ირანელ სპორტსმენს მიაკუთვნეს, ბრინჯაო კი - პოლონელს.
ქართული დელეგაცია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები