-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში მემფის გრიზლსმა გოლდენ სტეიტ უორიორსი 51-ქულიანი სხვაობით, 144-93 გაანადგურა.
ძალიან ცუდი თამაში გამოუვიდათ უორიორსის ლიდერებს, სტეფ კარისა და დრეიმონდ გრინს. პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა სტეფმა და დრეიმონდმა შეხვედრა ისე დაასრულეს, რომ თამაშიდან ბურთი ვერ ჩააგდეს.
კარიმ პარკეტზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც მხოლოდ 2 ქულა მიითვალა. მან თამაშიდან ნასროლი 7 ბურთიდან ვერცერთი ჩააგდო, მათ შორის სტეფმა 6 სამქულიანი ისროლა უშედეგოდ. მან 2 ქულა ნასროლი საჯარიმოებიდან დააგროვა.
სტეფ კარის კარიერაში ეს პირველი მატჩი იყო, როცა მან 15 წუთზე მეტი ითამაშა და თამაშიდან ბურთი ვერ ჩააგდო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები