სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საბერძნეთიდან ტრაგიკული ამბავი ვრცელდება. 31 წლის ასაკში ჯორჯ ბალდოკი გარდაიცვალა.
პანათინაიკოსის ფეხბურთელი საკუთარი სახლის აუზში იპოვეს გარდაცვლილი.
ბალდოკი ინგლისში დაიბადა, თუმცა ბერძენი წინაპრების გამო საბერძნეთის ნაკრების წევრი იყო. მან 2022-დან 2024 წლამდე ეროვნულ გუნდში 12 მატჩი ჩაატარა.
ბოლოჯერ კი ნაკრების მაისური 26 მარტს თბილისში, დინამო არენაზე მოირგო, სადაც საქართველოს წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაშიც იყო და მოედანზე 60 წუთიც გაატარა.
ბალდოკი პანათინაიკოსამდე 7 წლის განმავლობაში შეფილდ იუნაიტედის ღირსებას იცავდა და განსაკუთრებით პრემიერ ლიგის მაყურებლებს ის სწორად ამ გუნდიდან ემახსოვრებათ.
ჯერ-ჯერობით უცნობია 31 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები