Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სტარტი აიღო ესპანეთის ლა ლიგა 2-მა, რომლის პირველ ტურშიც გრანადამ ალბასეტე მიიღო.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ესპანურ გუნდს დინამო კიევიდან იჯარის წესით შეუერთდა.
შეხვედრაში ანგარიში 29-ე წუთზე გრანადელთა მცველმა მიგელ რუბიომ გახსნა, თუმცა სტუმრებმა მატჩის მოტრიალება პირველ ტაიმშივე შეძლეს. 42-ე წუთზე ხონ მორსილიომ, ხოლო 48-ე წუთზე ჰიგინიო მარინმა შეძლეს გოლების გატანა. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და ალბასეტემ 1-2 იმარჯვა.
წიტაიშვილი თამაშში საკმაოდ აქტიური იყო, მისი 23 პასიდან 18 ზუსტი იყო. გიორგიმ კარში ზუსტად ერთხელ დაარტყა და ერთხელაც ძალიან ახლოს იყო ლამაზ გოლთან, თუმცა მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა. ქართველმა მოედანზე 70 წუთი დაჰყო და საბოლოოდ Sofascore-სგან 7.7 შეფასება დაიმსახურა, რითიც თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო მანუ ტრიგეროსთან ერთად.
მიუხედავად მარცხისა, შეიძლება ითქვას, რომ წიტაიშვილს ლა ლიგა 2-ში კარგი დებიუტი გამოუვიდა.
გრანადა მომდევნო ტურის მატჩს 24 აგვისტოს სტუმრად ფეროლის წინააღმდეგ გამართავს და შეეცდება სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვოს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები