სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილმა გრანადაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტიც უკვე გააფორმა.
ესპანელებმა ქართველი ერთწლიანი იჯარის წესით დაიმატეს, გამოსყიდვის უფლების გარეშე.
კიევის დინამოსთან გიორგი წიტაიშვილს კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.
გრანადას მიზანი ახალ სეზონში ლა ლიგაში დაბრუნება იქნება. შეგახსენებთ, რომ გუნდი ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან გასულ სეზონში გავარდა.
კლუბი ქართველ ფეხბურთელს შემტევის პოზიციაზე განიხილავს.
წიტაიშვილის გადაბირებით ფრანგული მეცი და გერმანული ჰერტაც იყვნენ დაინტერესებული, თუმცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.
ტრანსფერი მალე ოფიციალურადაც დადასტურდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი