სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მწვრთნელად რეალის დამრიგებელი, კარლო ანჩელოტი დასახელდა.
იტალიელ სპეციალისტში კუთვნილი პრიზი დოჰაში გადაეცა, სადაც ხვალ, 18 დეკემბერს, მისი რეალი საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში მექსიკურ პაჩუკას დაუპირისპირდება.
2023/24 სეზონში ანჩელოტიმ რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო, ამ სეზონის დაწყების წინ კი ევროპის სუპერთასიც მიაყოლა.
ამ პრიზზე პრეტენზიას კარლოს გარდა ლიონელ სკალონი (არგენტინა), ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი), პეპ გვარდიოლა (მან სიტი) და ჩაბი ალონსო (ლევერკუზენი) აცხადებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს, ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე ანჩელოტი France Football-მაც წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები