მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
9 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგულმა ლე ავრმა, რომელიც გიორგი მიქაუტაძის მეცთან ერთად გადარჩენისთვის იბრძვის, პარკ დე პრენსიდან მოულოდნელად ქულა წამოიღო.
წინა ტურში მიქაუტაძემ თავის გუნდს ლე ავრთან ე.წ. "ექვქულიანი" მატჩი მოაგებინა და იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგ ტურში მეტოქეს პსჟ უწევდა, მეცმა თითქოს კარგი უპირატესობა მოიპოვა.
თუმცა, ჩემპიონთა ლიგის წინ ლუის ენრიკემ ექსპერიმენტებს მიმართა, სასტარტოს არაერთი წევრი სკამზე დატოვა და შედეგად მიიღო ის, რომ პირველი ტაიმი მისმა გუნდმა 1:2 დათმო.
შესვენების შემდეგ ესპანელმა მბაპე გამოიყვანა, თუმცა 61-ე წუთზე აუთსაიდერის უპირატესობა ორამდე გაიზარდა.
ბოლო ნახევარში საათში მასპინძლებმა იბრძოლეს და არ წააგეს - აშრაფ ჰაკიმის და გონსალო რამოშის გოლებით გუნდმა ფრე 3:3 ითამაშა და ლე ავრს მოულოდნელი 3-ს ნაცვლად, 1 ქულა დაუთმეს.
ამ მატჩის შემდეგ ლე ავრს 29 ქულა დაუგროვდა და მე-15 პოზიციაზე გადაინაცვლა, მეცს ამდენივე ქულა აქვს, თუმცა თავის მატჩს გუნდი დღეს, 28 აპრილს, 15:00 საათზე მე 4 ადგილოსანი ლილის წინააღმდეგ გამართავს. ამ ეტაპზე, გუნდი მე-16 ადგილზეა, რომელიც ჩემპიონატში დარჩენის პლეიოფში მონაწილეობას იძლევა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები