სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს, თომას ტუხელს ჰკითხეს, დარჩება თუ არა გუნდის კაპიტნად ჰარი კეინი.
ტუხელი და კეინი ერთმანეთს ბაიერნში თანამუშაობიდან იცნობენ, მათ ერთად წინა სეზონი ჩაატარეს.
„ყველამ იცის, რა დამოკიდებულება მაქვს ჰარისადმი. ბევრი ვიშრომე, რომ ის ბაიერნში მიმეყვანა.
ის ლეგენდობის გზად ადგას. თუმცა, ახლა ასეთი გადაწყვეტილებების [კაპიტნობაზე] მიღება ნაადრევია.
მინდა, ლი კარსლის პატივი ვცე და მომდევნო ორ მატჩში არ ჩავერიო." - აღნიშნა ტუხელმა.
ტუხეის კონტრაქტი 2025 წლის 1 იანვრიდან იქნება მოქმედი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე გუნდს კვლავ დროებითი მწვრთნელი, ლი კარსლი უხელმძღვანელებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები