-
Aa
+
ფონტის ზომა
დანა უაითმა UFC 307-ის მეინ ქარდის ბრძოლები გამოაცხადა. ამ ღონისძიებაზე ოფიციალურად ჩაინიშნა რომან დოლიძის ბრძოლაც, რომლის მეტოქეც კევინ ჰოლანდი იქნება.
ბრძოლა საშუალო წონაში გაიმართება, სადაც დოლიძე რეიტინგის მე-10 ნომერია, ჰოლანდი კი ტოპ 15-ში არ არის, თუმცა ის UFC-ში სახელოვანი მებრძოლია.
რომან დოლიძემ ბოლო ბრძოლა UFC 303-ზე გამართა და ენტონი სმიტი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
UFC 307-ზე ასევე შემდეგი ბრძოლები ჩატარდება:
ალექს პერეირა - ხალილ რუნტრე
რაკელ პენინგტონი - ჯულიანა პენია
კეტლენ ვიეირა - კაილა ჰარისონი
მოვსარ ევლოევი - ალჯამაინ სტერლინგი
ჟოზე ალდო - მარიო ბაუტისტა
რომან დოლიძე - კევინ ჰოლანდი
სტივენ ტომპსონი - ხოაკინ ბაკლი
UFC 307 6 ოქტომბერს აშშ-ში, სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები