Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გრენდ სლემების 5-გზის გამარჯვებულმა და მსოფლიო მოქმედმა პირველმა ნომერმა იგა შვიონტეკმა უიმბლდონზე ასპარეზობა სენსაციურად, მე-3 წრეში დაასრულა.
იგას საყვარელი საფარი ბალახი რომ არ არის ეს მისი წინა შედეგებითაც კარგად ჩანს, თუმცა ის, რომ პოლონელი უიმბლდონზე მეორე კვირამდეც ვერ მიაღწევდა, ნამდვილად მოულოდნელობა აღმოჩნდა.
მე-3 წრის მატჩში შვიონტეკი ყაზახ იულია პუტინცევასთან დამარცხდა, რომელიც რეიტინგში 35-ე პოზიციას იკავებს.
იგასთვის სათამაშო კონდიციები დახურულმა სახურავმაც გაართულა. მიუხედავად ამისა, პოლონელმა 42 წუთში პირველი სეტი დამაჯერებლად 6:3 დახურა. თუმცა, მომდევნო ორ სეტში მხოლოდ სამი გეიმის მოგება შეძლო და 1:6 2:6 დამარცხდა, რის შედეგადაც უიმბლდონს ნაადრევად გამოეთიშა.
Us Open-ის ერთგზის და როლან გაროსის 4-გზის გამარჯვებულის საუკეთესო შედეგი უიმბლდონზე მეოთხედფინალი იყო, რომელიც მან გასულ წელს დააფიქსირა, წელს კი იგივეს გამეორება ვეღარ მოახერხა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
ვიდეო: უიმბლდონზე ფინალი მეორდება
ჩოგბურთი