5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ნაკრების და მან სიტის მარჯვენა მცველმა, კაილ უოკერმა, სამი ლომის მწვრთნელად თომას ტუხელის დანიშვნაზე გააკეთა კომენტარი.
ტუხელის დანიშვნას პრესაში გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა, პირველ რიგში მწვრთნელის ეროვნების გამო.
„მესმის, რომ ინგლისურ პუბლიკას სურს, ნაკრებს ინგლისელი წვრთნიდეს... თუმცა, ჩემთვის მთავარი ის არის, შედეგს ვინ დადებს.
ტუხელმა თავი დიდ კლუბებში და დიდ ფეხბურთელებთან ერთად დაიმკვიდრა. მაგალითად, პსჟ-ში და ჩელსიში - ამ უკანასკნელით მან სიტის მოუგო და ლიგის ჩემპიონიც გახდა." - აღნიშნა უოკერმა BBC-სთან.
გერმანელი თომას ტუხელი ნაკრების მწვრთნელი ოფიციალურად 2025 წლის 1 იანვრიდან გახდება და მისი კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე იქნება ძალაში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები