Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-9 ტურში უოტფორდმა საკუთარ კედლებში მძიმე ბრძოლაში მიდლსბრო დაამარცხა.
შეხვედრა ვიკერეიჯ როუდზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. უოტფორდი 54-ე წუთზე გაშვებული გოლით 0:1-ს აგებდა, თუმცა 76-ზე და 87-ზე მოახერხა გოლების გატანა და თამაში თავდაყირა დააყენა.
საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანზე სრული მატჩი ჩაატარა და გამოცემა SofaScore-სგან 7.0 შეფასება მიიღო.
ჩაკვეტაძემ კარში ერთხელ დაარტყა, თუმცა დაუბლოკეს, დრიბლინგის 4 მცდელობიდან 3 წარმატებული ჰქონდა, ბურთს ჯამში 57-ჯერ შეეხო და 32-დან 30 ზუსტი პასი შეასრულა (94%).
წინა ტურში პრესტონთან 0:3 განადგურების შემდეგ, დღევანდელი გამარჯვებით უოტფორდმა 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. მიდლსბრო კი 14 ქულით მე-9 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები