15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის თასის ორი მატჩი სტიქიური ტრაგედიის გამო გადაიდო.
ესპანეთის დასავლეთით და სამხრეთით ამჟამად წყალდიდობა და ქარიშხალი სახელწოდებით "დანა" მძვინვარებს.
რამდენადაც ამ მომენტისთვის არის ცნობილი, სტიქიას 50-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
ამის გამო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სამეფო თასის პირველი რაუნდის მატჩები გადადო, რომელშიც გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას პარალა ესკუელასთან უნდა ეთამაშა, გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტეს კი - პონტევედრასთან.
ჯერჯერობით უცნობია, ჩატარდება თუ არა 2 ნოემბრის მატჩი ვალენსია - რეალი, რომელსაც მესტალიამ უნდა უმასპინძლოს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები