სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
შემოდგომის სერიის ტესტებში ინგლისის ნაკრებმა ლონდონის ტვიკენჰემის სტადიონზე ახალი ზელანდია მიიღო. მატჩი დრამატული გამოდგა და საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით 22-24 დასრულდა.
პირველი ტაიმი ზელანდიელებმა 12-14 მოიგეს. ინგლისელებმა 4 ჯარიმა გაიტანეს - 3 სმიტმა და 1 სპენსერმა. სტუმრებმა კი 2 ლელო დადეს წარმატებული გარდასახვით. ერთი ლელო ტელეამ მიითვალა, მეორე კი ჯორდანმა. ორივე გარდასახვა ზუსტად ბარეტმა შეასრულა.
დრამატული გამოდგა მეორე ტაიმიც. მასპინძელთა შემადგენლობაში ლელოთი თავი ფეი-ვაბოსომ გამოიჩინა, თავის მონაგარს კი გარდასახვა და კიდევ ერთი ჯარიმა სმიტმა დაამატა.
67-ე წუთამდე ანგარიში 22-14 იყო, თუმცა ინგლისელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. 67-ე წუთზე მაკენზიმ ჯარიმა ზუსტად შეასრულა, 76-ე წუთზე კი ტელეამ დუბლი შეასრულა, რომელიც წარმატებით მაკენზიმ გარდასახა.
ინგლისის ნაკრებს მოგების შანსი მაინც ჰქონდა, თუმცა ჯორჯ ფორდმა ჯერ ჯარიმა ვერ შეასრულა ზუსტად, შემდეგ კი არეკნის საშუალებით ვერ შეძლო თავისი გუნდისთვის გადამწყვეტი ქულების მოპოვება. ახალმა ზელანდიამ კი ტვიკენჰემზე ინგლისი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.
ინგლისი მორიგ ტესტ-მატჩში ავსტრალიას უმასპინძლებს (9 ნოემბერი), ახალი ზელანდია კი 8 ნოემბერს ავივაზე ირლანდიას ესტუმრება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები