-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-10 ტურში ბარსელონამ სევილია 5-1 გაანადგურა. ბლაუგრანას გულშემატკივრებისთვის, გარდა დამაჯერებელი გამარჯვებისა, კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი დაფიქსირდა, გუნდს 11-თვიანი მძიმე ტრავმის შემდეგ გავი დაუბრუნდა.
ესპანელი ნახევარმცელი 83-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და პედრი შეცვალა, რომელმაც მას კაპიტნის სამკლაური გადააბარა.
გავის მოედნის კიდესთან გამოჩენას მთელი სტადიონი ოვაციებითა და მისი სახელის სკანდირებით შეხვდა, ფეხბურთელებმაც მის მიმართ აპლოდისმენტები არ დაიშურეს.
"ძალიან ბედნიერი ვარ ამდენი ხნის შემდეგ დაბრუნებით, თვეები ამ მომენტზე ვოცნებობდი. ყველაზე ცუდი გუნდთან ერთად არყოფნა იყო, ძალიან გამირთულდა თამაშების გარედან ყურება." - განაცხადა გავიმ მატჩის შემდეგ.
Gavi makes his return after 11 months.#LALIGAHighlights pic.twitter.com/Ie7MNKj6Sx
— LALIGA English (@LaLigaEN) October 20, 2024
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები