2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეჩე-უდინეზეს სერია ა-ს ეგიდით გამართულ მატჩში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა.
სტუმრებმა პირველ ტაიმში პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, ბურთი ხელში ლორენცო ლუკამ აიღო და თერთმეტმეტრიანის შესრულება მოისურვა.
გუნდის კაპიტანი ფლორიან ტოვენი მივიდა და ბურთის გამორთმევა მოისურვა, რათა პენალტი თავად დაერტყა, თუმცა ლუკამ დათმობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ, უდინეზეს სხვა ფეხბურთელებმაც სცადეს ბურთის ტოვენისთვის გადაცემა, თუმცა უშედეგოდ.
საბოლოოდ, ლუკამ პენალტი ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა, თუმცა თანაგუნდელებმა გოლი მასთან ერთად არ აღნიშნეს, მწვრთნელმა კი იმავე წამს მისი შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები