5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვინისიუს ჯუნიორი რეალის მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ფიფას The Best-ის ჯილდო მოიგო.
ბრაზილიელმა გამოკითხვაში როდრის და ჯუდ ბელინგემს აჯობა და პრიზს კარიერაში პირველად მოიგო.
აქამდე, რეალის ფეხბურთელებმა აღნიშნული ჯილდო სამჯერ მოიგეს - 2016 და 2017 წლებში ის კრიშტიანუ რონალდუს ერგო, 2018-ში კი ლუკა მოდრიჩს.
არცერთ სხვა გუნდს ორი სხვადასხვა გამარჯვებულიც კი არ ჰყავს. რობერტ ლევანდოვსკიმ აღნიშნული ჯილდო ორივეჯერ ბაიერნში თამაშისას მოიგო, ლეო მესიმ კი, რომელიც პრიზის სამგზის მფლობელია, სამივეჯერ ჯილდო სხვადასხვა კლუბებში მიიღო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები