11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-12 ტურში მან სიტი საკუთარ მოედანზე ტოტენჰემთან განადგურდა.
შეხვედრა სტადიონ ეტიჰადზე გაიმართა და სპურსის გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში დუბლი ჯეიმს მედისონმა მიითვალა, მეორე ნახევარში კი გოლებით თავი პედრო პორომ და ჯონსონმა გამოიჩინეს.
გვარდიოლამ თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველად ზედიზედ 5 მატჩში წააგო, აქედან სამი - პრემიერ ლიგაში.
სიტის ანგარიშზე 23 ქულა დარჩა და მესამეადგილოსანმა ჩელსიმ სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა, ლივერპული კი საუთჰემპტონთან გამარჯვებით +8 ქულაში გაქცევას მოახერხებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები