Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
როლან გაროსის ქალთა თანრიგის ფინალში რეიტინგის სათავეში მყოფმა იგა შვიონტეკმა იტალიელი მეტოქე ჟასმინ პაოლინი არ შეიმჩნია.
ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე გამართული ფინალური მატჩი 1 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა და იგას გამარჯვებით 6:2 6:1 დასრულდა.
პირველი სეტის დასაწყისში პაოლინი ბრეიკით 2:1 დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ იგამ ზედიზედ 10 გეიმის მოგება შეძლო და იტალიელი მეორე სეტის ნულზე წაგებას ძლივს გადაურჩა.
საბოლოოდ, შვიონტეკმა მოსალოდნელი გამარჯვება მარტივად მოიპოვა და კარიერაში მეოთხედ, ზედიზედ კი მესამედ მოახერხა როლან გაროსის ტიტულის მოგება.
შვიონტეკის კარიერაში ეს ჯამში მე-5 გრენდ სლემის ტიტულია, ოთხი გაროსის გარდა მას ერთხელ ამერიკის ღია პირველობაც აქვს მოგებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები