სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ახალი სეზონისთვის მზადება დაწყებული აქვს კარლსრუეს, რომელმაც მორიგი ამხანაგური მატჩი ბუნდესლიგის კლუბ ჰოფენჰაიმთან გამართა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, თამაშის დეტალებს კი კარლსრუეს ოფიციალური გვერდისგან ვიგებთ.
სასტარტო შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც გუნდთან ერთად ვარჯიში ოთხშაბათს დაიწყო და შესაბამისად მოედანზეც მხოლოდ 45 წუთი გაატარა, მაგრამ მან თავისი საქმის გაკეთება მაინც მოასწრო.
კარლსრუემ პირველი ტაიმი 3-1 მოიგო, ქართველმა თავდამსხმელმა კი დუბლის შესრულება და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ბუდუმ ჯერ 21-ე წუთზე გახადა ანგარიში 2-0, შემდეგ კი 42-ე წუთზე მიითვალა დუბლი და პირველი ტაიმის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
საბოლოოდ შეხვედრა 4-1 დასრულდა და ქართველის გუნდმა ბუნდესლიგის კლუბი დიდი ანგარიშით დაამარცხა.
ბუდუმ მეორე ბუნდესლიგის გასულ სეზონში 12 გოლის გატანა მოახერხა და ჩემპიონატის ქართული რეკორდიც მოხსნა. მას კარლსრუესთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი