-
Aa
+
ფონტის ზომა
არახალი ამბავია, რომ უიმბლდონის მატჩებს უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრება. მორიგი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა კამერონ ნორისა და ალექსანდერ ზვერევის შეხვედრაზეც, რომელსაც მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ადევნებდა თვალს.
ზვერევმა აღნიშნული მატჩი 3 სეტში მოიგო (4-6, 4-6, 6-7) და მატჩის შემდგომი ინტერვიუს დროს გვარდიოლასაც მიმართა.
"ჩემთვის დიდი პატივია ცენტრალურ კორტზე თამაში ამდენი დიდებული სტუმრის წინაშე, მათ შორის არის ფეხბურთის ლეგენდა პეპ გვარდიოლა. როცა პეპი დავინახე, ძალიან ავნერვიულდი. მადლობა მოსვლისთვის, ეს ჩემთვის დიდი პრივილეგია და პატივია.
და ისე, მიუნხენის ბაიერნს მწვრთნელი სჭირდება და თუ ოდესმე ფეხბურთით დაიღლები, შეგიძლია ნებისმიერ დროს ჩემი მწვრთნელი გახდე." - მიმართა ზვერევმა პეპს.
უიმბლდონის გრანდ სლემი კი ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის, უკვე ცნობილია 1/8 ფინალური წყვილები. ტურნირი 14 ივლისამდე გაგრძელდება.
ნოლეს მორიგი რთული ტესტი - უიმბლდონზე 1/8 ფინალური წყვილები გაირკვა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები