სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასი გრანდ სლემის 1/8 ფინალურ ეტაპზე ფრანგ უგო უმბერტს დაუპირისპირდა.
ესპანელმა მეტოქე 4 სეტში დაამარცხა (6-3, 6-4, 1-6, 7-5) და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ ტომი პოლსა და ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ალკარასმა წინა ეტაპებზე ესტონელი ლაიალი, ავსტრალიელი ვუკიში და ამერიკელი ტიაფო დაამარცხა.
ახალგაზრდა ესპანელი ჩოგბურთელი წელს უიმბლდონზე ტიტულის დაცვას ცდილობს. შარშანდელი გათამაშების ფინალში მან ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.
ბრიტანული გრანდ სლემი 14 ივლისამდე გაგრძელდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები