-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-4 თამაშში ბოსტონ სელტიკსმა ინდიანა პეისერსი 102-105 დაამარცხა და სერია დახურა.
ბოსტონი აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გახდა და სუპერფინალში გავიდა.
გამარჯვებული გუნდიდან გამორჩეულები ჯეილენ ბრაუნი (29 ქულა) და ჯეისონ ტეიტუმი (26 ქულა) იყვნენ.
კონფერენციის ფინალური სერიის MVP სწორედ ჯეილენ ბრაუნი გახდა.
სელტიკსი ფინალში დალას მავერიქსსა და მინესოტა ტიმბერვულვზს შორის გამარჯვებულს დაელოდება. იმ სერიაშიც დალასი მე-4 თამაშში შეეცდება სერიის დახურვას.
ბოსტონი ისტორიაში მე-18 ტიტულისთვის იბრძოლებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები