-
Aa
+
ფონტის ზომა
ოლიმპიადის მზადების პროცესში აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა, მეტოქე მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრები იყო. შეხვედრა ამერიკელთა მოგებით 92-88 დასრულდა.
გუნდების სასტარტო შემადგენლობები ასეთი იყო:
აშშ - ბუკერი, კარი, ემბიდი, ჰოლიდეი, ჯეიმსი.
გერმანია - ობსტი, შროდერი, ტაისი, ფოიგტმანი, ვაგნერი.
გამარჯვებულ გუნდს 39 წლის ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა მიითვალა (11 ქულა ბოლო მეოთხედში). მეფის ნასროლი 11 ბურთიდან 8 ზუსტი იყო. ჯოელ ემბიდმა კი 15 ქულა ჩაიწერა აქტივში.
გერმანელთა მხრიდან გამორჩეული ფრანც ვაგნერი (18 ქულა) და ანდრეას ობსტი (15 ქულა) იყვნენ.
აშშ-მ ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში ხუთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც ყველა მოიგო.
აშშ 86-72 კანადა
აშშ 98-92 ავსტრალია
აშშ 105-79 სერბეთი
აშშ 101-100 სამხრეთ სუდანი
აშს 92-88 გერმანია
ამერიკელები ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მე-5 ოქროს მედლისთვის მიდიან.
პირველად ისტორიაში - აშშ-ს ოლიმპიური მედროშე კალათბურთელი კაცი იქნება
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები