სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ლიგის თასის 1/4 ფინალში ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედი მიიღო.
შეხვედრაში ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. მე-15 წუთზე ანგარიში დომინიკ სოლანკემ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა.
თამაშის მეორე ნახევარში კი გულშემატკივარმა 6 გოლი ნახა. ტაიმი სწრაფი გოლით გაიხსნა. 46-ე წუთზე დეიან კულუშევსკიმ გაზარდა სხვაობა ორამდე, 54-ე წუთზე კი სოლანკემ დუბლი შეასრულა და ანგარიში 3-0 გახადა.
63-ე წუთზე ჯოშუა ზირკზემ სხვაობა შეამცირა, 70-ე წუთზე კი ამად დიალომ იუნაიტედი თამაშში დააბრუნა და უკვე ანგარიში 3-2 გახდა.
88-ე წუთზე კი სონ ჰინ-მინმა გოლი კუთხურიდან ჩაახვია და იუნაიტედის იმედები დაამსხვრია. კომპენსირებულ დროში ჯონი ევანსმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა მანჩესტერს დრო აღარ ეყო.
ტოტენჰემმა დრამატულ მატჩში 4-3 გაიმარჯვა და კარაბაო თასის 1/2 ფინალში გავიდა.
კარაბაო თასის 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები