სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
19 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვრცელდება ვიდეო, სადაც UFC 308-მდე კრიშტიანუ რონალდუ ფრენსის ნგანუს მწვრთნელ ერიკ ნიკსიკთან ერთად ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შორის დაპირისპირებას განიხილავს.
რონალდუ: რას ფიქრობ მეინ ივენთზე?
ნიკსიკი: მეინ ივენთი? ვფიქრობ, მაქსისკენ ვიხრები.
რონალდუ: მაქსი მომწონს. ის ძლიერია. თოფურია ბევრს ლაპარაკობს. ვფიქრობ, როცა მან ვოლკი დაამარცხა, ვოლკი არ იყო მზად ისლამთან დარტყმის შემდეგ.
ნიკსიკი: და ვოლკანოვსკიმ პირველი რაუნდი მოიგო. თოფურიამ კარგად იმოქმედა, როცა ის კუთხეში მიიმწყვდია.
რონალდუ: მაგრამ მას ტოპ ხალხთან არ უბრძოლია. თუ ის მაქსს დაამარცხებს, პატივს ვცემ. არასდროს დანოკაუტებულა, ამიტომ იქნება მაქსი თოფურიასთვის რთული მეტოქე.
შეგახსენებთ, რომ UFC 308-ზე ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა და საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები