ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟოაო კანსელოს თქმით, პსჟ-სთან გამოვარდნის შემდეგ, სოციალურ ქსელში მუქარებს იღებს.
კატალონიური კლუბი პსჟსთან ორი მატჩის ჯამში 4:6 დამარცხდა, კანსელომ საპასუხო მატჩში პენალტი აიკიდა.
„ინსტაგრამზე ვხედავ, რომ უსურვებენ სიკვდილს ჩემს ჯერ კიდევ არ დაბადებულ გოგონას. ამას პირში ვერ მეუბნებიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასე პრობლემები შეექმნებათ, მაგრამ კომენტარებში წერენ.
ისინი შეურაცხყოფენ ჩემს ცოლს, არდაბადებულ შვილს. მსოფლიო დღეს ძალიან ბოროტია და ამასთან გამკლავება უნდა შეგეძლოს. უსურვებდე სიკვდილს ბავშვს - ძალიან სერიოზული დანაშაულია. მე გამაკრიტიკონ, როგორც ფეხბურთელი, მაგრამ შეეშვან ჩემს ოჯახს.
ბავშვური პენალტი ავიკიდე და ეს კრიტიკა გასაგებია. იმ ღამეს ვერ დავიძინე, იმიტომ რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი ყველას გვქონდა. როცა ვერ ვიგებთ, დაძინება მიჭირს, იმიტომ რომ ვგრძნობ, რომ ჩემი საქმე ცუდად შევასრულე.
უცნაური თამაში გამოვიდა, არ მაძინებს ის ფაქტი, როგორც დავმარცხდით. მგონია, რომ თანაბარი შემადგენლობებით ჩვენ მოვიგებდით." - ციტირებს კანსელოს სიტყვებს ESPN.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ
24 საათის წინ