ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კონფერენს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ასტონ ვილა ლილს ესტუმრა.
მატჩის ძირითადი დრო ფრანგების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. გოლები იუსუფ იაზიჩიმ, ბენჟამინ ანდრემ და მეტი ქეშმა გაიტანეს. ეს ანგარიში დამატებით დროს მოასწავებდა, ექსტრა ტაიმებში კი გუნდებმა გარდატეხა ვეღარ მოახდინეს და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
თერთმეტმეტრიანებში გამარჯვებული ასტონ ვილა გამოვიდა, ბირმინგემელთა გმირი კი ემილიანო მარტინესი გახდა, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია. არგენტინელმა ნაბილ ბენტალებსა და ბენჟამინ ანდრეს აჯობა.
პირველი მოგერიების შემდეგ ემილიანომ ფრანგი გულშემატკივრები დაადუმა, გამარჯვება კი ცეკვით აღნიშნა.
ასტონ ვილა კონფერენს ლიგის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ოლიმპიაკოსსა და ფენერბაჰჩეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
კომენტარები
17 დღის წინ
10 დღის წინ
8 დღის წინ
13 დღის წინ