შესვლა

burger

მასპინძელი კოტ-დ’ივუარი აფრიკის თასის გამარჯვებულია!

ფონტის ზომა
TT

აფრიკის თასის ფინალში მასპინძელი კოტ-დ’ივუარის ნაკრებმა ნიგერია დაამარცხა.

 

ფინალური შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

 

ანგარიში 38-ე წუთზე ნიგერიამ ტრუსტ-ეკონგის გოლით გახსნა და პირველი ტაიმი მოიგო. 62-ზე ფრანკ კესიმ ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი მასპინძლებმა 81-ე წთზე სებასტიან ალემ გაიტანა და თავის ნაკრებს ნანატრი ტიტული მოუტანა.

 

კოტ-დ’ივუარის ნაკრებმა აფრიკის თასის მესამედ მოგება მოახერხა - წინა ორი გამარჯვება გუნდმა 1992 და 2015 წლებში მოიპოვა.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.