ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაჩო ფერნანდესმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელმა რეალს შეატყობინა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
ნაჩოს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.
ფერნანდესი რეალის ასაკობრივ გუნდებში 2001 წლიდან ირიცხებოდა, 2011 წლიდან კი მთავარი გუნდის წევრია. მიმდინარე სეზონში ესპანელი მცველი რეალის მთავარი კაპიტანი გახდა.
ნაჩოს რეალთან ერთად 24 ტიტული აქვს მოგებული და კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან მოთამაშე მარსელოსთან ერთი ტიტული აშორებს. რეალს ამ სეზონში ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი აქვს, შესაბამისად ფერნანდესს შეუძლია რეალის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდეს.
ესპანელის გადაბირებით მილანის ინტერი ინტერესდება, თუმცა თავად 34 წლის მოთამაშე MLS-ისა და საუდის ლიგის ვარიანტებსაც განიხილავს.
კომენტარები
7 საათის წინ
1 დღის წინ
9 საათის წინ