შესვლა

burger

ნაპოლიში დანიშვნის ფავორიტი ანტონიო კონტეა - GAZZETTA

ფონტის ზომა
TT

ნაპოლიში ამ ზაფხულს შესაძლოა ანტონიო კონტე დაინიშნოს.

 

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 54 წლის სპეციალისტი ნეაპოლიტურ კლუბში დანიშვნის მთავარი კანდიდატია. მისი დანიშვნით პირადად პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ინტერესდება, რომელთანაც კონტეს დიდებული ურთიერთობა აქვს.

 

დე ლაურენტისი მზადაა, კონტეს სატრანსფერო ბაზარზე სრული თავისუფლება მიანიჭოს და იტალიელ სპეციალისტს თავად შეეძლება თავისი სამიზნეების შერჩევა.

 

ალტერნატიულ ვარიანტებდა ვინჩენცო იტალიანო (ფიორენტინა), ფრანჩესკო ფარიოლი (ნიცა) და რაფაელე პალადინო (მონცა) განიხილებიან.

 

მოქმედ მწვრთნელს, ფრანჩესკო კალცონას, გუნდთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.