ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ლივერპული ატალანტას ესტუმრა.
მერსისაიდელებს რთული მისია ჰქონდათ შესასრულებელი. ენფილდზე პირველი შეხვედრა ბერგამოელების გამარჯვებით 0-3 დასრულდა, წითლებს კი 4-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა.
კლოპის გუნდმა ანგარიში სწრაფადვე გახსნა. მე-7 წუთზე მოჰამედ სალაჰმა პენალტი ზუსტად შეასრულა, თუმცა ეს იყო და ეს. ლივერპულმა მეტის გატანა ვეღარ შეძლო და მატჩი 0-1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში ატალანტამ 3-1 იმარჯვა და 1/2 ფინალში გავიდა.
შემდეგ ეტაპზე იტალიური გუნდი ბენფიკასა და მარსელს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
კომენტარები
2 დღის წინ
3 დღის წინ
4 დღის წინ
4 დღის წინ