Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში ნაპოლიმ და ბარსელონამ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
შეხვედრა დიეგო მარადონაზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველმა ტაიმმა უგოლო ფრედ, მაგრამ ბარსას სათამაშო უპირატესობით ჩაიარა, მერეტს რამდენჯერმე თამაშში ჩართვა და მასპინძელთა გადარჩენა მოუწია.
მე-60 წუთზე პედრის პასით ლევანდოვსკიმ ისარგებლა და ბლაუგრანა დააწინაურა, 75-ზე კი წონასწორობა ვიქტორ ოსიმენმა აღადგინა, რომლისთვისაც ეს აფრიკის თასის შემდეგ პირველი მატჩი იყო.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 67 წუთი გაატარა და ახალმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ ის იმ დროს გაიყვანა, როცა მის გუნდს გოლი სჭირდებოდა.
ანგარიშის გათანაბრებია შემდეგ უპირატესობა ნეაპოლელებმა მოიპოვეს, თუმცა გამარჯვების გოლის პოვნა ვერ მოახერხეს.
შედეგად, გუნდები ფრეს დასჯერდნენ და მეოთხედფინალისტის ვინაობას 12 მარტს, კატალონიაში სტადიონ მონტჟუიკზე გაარკვევენ.
კომენტარები
15 დღის წინ
10 დღის წინ
9 დღის წინ
9 დღის წინ