ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო და დავიდე ანჩელოტიმ მან სიტისთან პენალტების სერიაში დამრტყმელების არჩევანი განმარტეს.
დავიდე ანჩელოტიმ, რომელიც რეალში მამის თანაშემწედ მუშაობს, აღიარა, როგორ იქნა დამრტყმელების გადაწყვეტილება მიღებული:
„როცა დამთავრებამდე ოთხი თუ ხუთი წუთი რჩებოდა, ფიქრი დავიწყე. ჯუდი კარგი შემსრულებელია, ლუკა მოდრიჩი - კარგი შემსრულებელია, ლუკას ვასკესი ძალიან კარგი შემსრულებელია. ნაჩოს აქვს ხასიათი და გამოცდილება და ვარჯიშებზეც გვინახავს, როგორ ასრულებს ის პენალტებს. რუდიგერს კი დიდი კვერცხები აქვს.
მეხუთე დამრტყმელი ფედერიკო [ვალვერდე] უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან მითხრა, რომ ძალიან დაიღალა, ის ნამდვილად მკვდარივით იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სჯობდა, რუდიგერს დაერტყა. პენალტების შემსრულებლებზე გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბმა მიიღო." - აღნიშნა დავიდემ.
კარლო ანჩელოტიმ თავის მხრივ აღიარა, რომ კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც მას უთხრა, რომ პენალტის დარტყმა არ შეუძლია - ედერ მილიტაო იყო. მისი თქმით, თანამემამულე ედერსონი მას კარგად იცნობს და შესაძლოა, მისი მოძრაობებით დარტყმის მიმართულება გამოიცნოს.
„ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ მოგება უნდათ. ლუნინი დამპირდა, რომ აიღებდა... საბოლოოდ ყველაფერი გამოვიდა. ძალიან კარგად ვასრულებდით პენალტებს, რუდიგერით გაკვირვებული ვარ. ამ სეზონში პენალტებს არც ისე კარგად ვასრულებთ, მაგრამ ახლა ყველაფერი გამოვიდა." - აღნიშნა ანჩელოტიმ.
კომენტარები
7 საათის წინ
7 საათის წინ