Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 23-ე ტურში ნაპოლიმ ვერონას უმასპინძლა.
მატჩი გამორჩეული იმით იყო, რომ მოედანს დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია.
72-ე წუთამდე შეხვედრა უგოლოდ მიმდინარეობდა, სანამ ვერონას ფეხბურთელი დიეგო კოპოლა ანგარიშს არ გახსნიდა.
79-ე წუთზე მოედანზე შემოსულმა ახალწვეულმა სირილ ნგონგემ, რომელიც სწორედ ვერონადან გადავიდა ნაპოლიში, ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის კულმინაციური მომენტი კი 87-ე წუთზე დადგა. საჯარიმოს გარეთ ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო და მეკარისგან შორეულ კუთხეში დარტყმულით მეტოქის კარი აიღო.
NAPOLI HAVE TURNED IT AROUND! 💥
— Football on TNT Sports (@footballontnt) February 4, 2024
What a strike from Khvicha Kvaratskhelia! 😯
📺 @tntsports & @discoveryplusUK pic.twitter.com/SSTaFFsKv4
ქართველმა ნაპოლის მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა, გუნდმა 35 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე მყოფ რომას გაუთანაბრდა.
ხვიჩასთვის კი ვერონა საყვარელ მეტოქედ იქცა, სერია ა-ში მას ამ გუნდის წინააღმდეგ უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. ამ სეზონში 6 შემთხვევიდან კი კვარამ 3-ჯერ სწორედ ვერონელები დაამწუხრა.
სტატისტიკურმა ვებ-გვერდებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ კვარაცხელია დაასახელეს. SofaScore-მა ქართველს 8.3 შეფასება დაუწერა, WhoScored-მა კი - 8.8
კომენტარები