Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
11 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ში სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესო მოთამაშეები სახელდება.
წლის ახალწვეულად უკვე დასახელდა ვიქტორ ვემბანიამა, წლის დამცველად კი - რუდი გობერი.
რაც შეეხება მთავარ ჯილდოს, 2023-24 წლების რეგულარული სეზონის MVP ნიკოლა იოკიჩი გახდა. სერბმა აღნიშნული ტიტული კარიერაში მესამედ მოიგო.
დენვერ ნაგეთსის ლიდერი MVP 2021 და 2022 წლებშიც გახდა.
იოკიჩი ისტორიაში მე-9 კალათბურთელია, რომელმაც ეს ტიტული მინიმუმ 3-ჯერ დაიმსახურა.
კარიმ აბდულ-ჯაბარი (6), მაიკლ ჯორდანი (5), ბილ რასელი (5), უილტ ჩემბერლენი (4), ლებრონ ჯეიმსი (4), ლარი ბერდი (3), მეჯიქ ჯონსონი (3), მოუზეს მელოუნი (3).
რაც შეეხება მის გუნდს, დენვერი დასავლეთ კონფერენციის 1/2 ფინალშია, სადაც მინესოტასთან სერიაში მარცხდება.
კომენტარები
2 დღის წინ
3 დღის წინ
4 დღის წინ
22 საათის წინ