სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტრადიციულად ინგლისური საფეხბურთო სეზონი ქომუნითი შილდის მატჩით დაიწყო, სადაც მანჩესტერული დერბი გაიმართა. პრემიერ ლიგის გამარჯვებული სიტი FA თასის მფლობელ იუნაიტედს დაუპირისპირდა.
გამარჯვებული ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა. 82-ე წუთზე ანგარიში ალეხანდრო გარნაჩომ გახსნა და თითქოს წითელ ეშმაკებს გადამწყვეტი უპირატესობა მოუპოვა, თუმცა ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა შეხვედრის ბოლომდე მიყვანა თავის სასარგებლოდ ვერ მოახერხა. 89-ე წუთზე ოსკარ ბობის ჩაწოდების შემდეგ ბერნარდუ სილვამ თავური დარტყმით აიღო ანდრე ონანას კარი და ანგარიში გაათანაბრა.
ქომუნითი შილდის წესების მიხედვით ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში პირდაპირ პენალტების სერია ინიშნება. თერთმეტმეტრიანებში გამარჯვება სიტის დარჩა (7-6). პირველი პენალტი ბერნარდუ სილვამ გააფუჭა, თუმცა იუნაიტედმა უპირატესობა აქაც ვერ გამოიყენა. ჯეიდონ სანჩომ და ჯონი ევანსმა თავიანთი შანსები ვერ გამოიყენეს, გადამწყვეტი პენალტი კი მანუელ აკანჟიმ გაიტანა და სიტის სეზონის პირველი ტიტული მოაგებინა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები