Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ახალწვეულად (Rookie of the Year) ვიქტორ ვემბანიამა დასახელდა.
სან ანტონიოს ცენტრის საშუალო მონაგარი სეზონში 21.4 ქულა, 10.6 მოხსნა, 3.9 შედეგიანი გადაცემა და 3.6 დაფარება იყო.
ფრანგი მოთამაშე სპურსის მესამე მოთამაშე გახდა, რომელმაც წლის ახალწვეულის ტიტული მოიგო. აქამდე ეს დევიდ რობინსონმა და ტიმ დანკანმა შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ მედიის 99-ვე წარმომადგენელმა პირველ ადგილზე ხმა ვემბანიამას მისცა. ბოლოს სრული დომინაციით აღნიშნული ჯილდო კარლ-ენტონი თაუნსმა მოიგო 2015-16 წლების სეზონში.
ასევე ვიქტორი გახდა ისტორიაში პირველი ფრანგი კალათბურთელი, რომელიც NBA-ს წლის ახალწვეულად დასახელდა.
კომენტარები
3 დღის წინ
4 დღის წინ
14 საათის წინ
1 დღის წინ