Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ში სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესო მოთამაშეები სახელდებიან.
წლის ახალწვეულად უკვე დასახელდა ვიქტორ ვემბანიამა.
მომდევნო კი წლის საუკეთესო დამცველის ნომინაციაა, გამარჯვებული კი უკვე მეოთხედ რუდი გობერი გახდა.
ფრანგმა აღნიშნულ ნომინაციაში 2018, 2019 და 2021 წლებშიც გაიმარჯვა.
გობერი ისტორიაში მე-3 მოთამაშე გახდა, რომელმაც ეს მიღწევა დააფიქსირა. აქამდე 4-ჯერ წლის საუკეთესო მცველები დიკემბე მუტომბო და ბენ უოლასი იყვნენ.
ასე რომ, აქამდე დასახელებულ ორივე ნომინაციაში გამარჯვებული ფრანგი გახდა.
რაც შეეხება გობერის მინესოტას, ტიმბერვულვზი დასავლეთ კონფერენციის 1/2 ფინალში მოქმედ ჩემპიონ დენვერ ნაგეთსს 2-0 ამარცხებს.
კომენტარები
2 დღის წინ
3 დღის წინ
20 წუთის წინ
23 საათის წინ